საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური ლანდშაფტის გამოწვევები, არსებული გაურკვევლობები და მომავლისთვის მზადება იყო. დისკუსიის ფარგლებში სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ და სომხეთმა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა წარმატებით დანერგეს.