1. პოლიციამ თბილისში მომხდარი 12 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ბრალდებულმა საბურთალოს რაიონში, ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა. დაკავებულმა მის მიერ, 8 ოქტომბერს აფრიკის დასახლებაში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.