„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ - ეს პრინციპი განათლების რეფორმის მცირე ნაწილია, რომელიც მმართველმა გუნდმა უკვე წარადგინა. დაანონსებული რეფორმა რამდენიმე პუნქტს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მნიშნველოვანი, სასკოლო განათლების 11 კლასამდე შემცირება და სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანება, გამონაკლისი სპეციალობების 3+1 სისტემაზე გადასვლაა. ქართული ოცნების წარმომადგენლების აზრით, რეფორმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით კი რეფორმის უკან არაერთი საფრთხეა, მათ შორის, მათი შეფასებით, ინიციატივის მიზანია - ქართულმა ოცნებმა ქვეყანაში იდეოლოგიზებული განათლება დანერგოს.