შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს

2025-10-18 18:21:09+04:00

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი მიიჩნევს რომ ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალდება - უსაფუძვლოა. 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად, დღეს ოფიციალურად ბრალი წაუყენეს კიდევ 15 პირს. მათგან მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, დანარჩენების მიმართ კი პატიმრობას მოითხოვს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.