ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები - ამ დროისთვის ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი პირის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ მხოლოდ ეს ინფორმაციაა ცნობილი. კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები უცნობია, თუმცა საქმეს ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტები იძიებენ. სუს-ში განმარტავენ, რომ უწყებას აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არავინ გამოუკითხავს და არც დაუკავებია. ვიდრე, საგამოძიებო უწყებები დამატებით დეტალებზე ოფიციალურ განცხადებებს გაავრცელებენ, ოპოზიციაში საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.