აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დევნილ I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს, ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადაეცემათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან შეხვედრისას გააჟღერა. გიორგი ჯიჭარაძემ ვეტერანებს მათი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.