საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება - ძალაში შევიდა. ახლა სამართალდამცველებს უფლება აქვთ 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვან პირი, რომელიც აქციაზე სახეს ნიღბით დაიფარავს, იქონიებს ცრემლსადენ, მომწამვლელ ნივთიებას ან გზას გადაკეტავს. აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის პასუხიგებაში მიცემასა და ერთ წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. მიუხედავად კანონის ამოქმედებისა, მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გუშინაც გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.