პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. მმართველი გუნდის განცხადებით, ცვლილებების მიზანი პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით,“ქართულ ოცნებას” ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, შესანარჩუნებლად კი - ყველა გზას მიმართავს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აკრძალვის მიუხედავად, პარტია ბრძოლას გააგრძელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა გადაწყეტილებას, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.