„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან - ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბოკუჩავას განცხადებით, ევროკავშირის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს , მის გარემოცვას, პროპაგანდისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა შეეხოთ.