პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით,“ქართულ ოცნებას” ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, შესანარჩუნებლად კი - ყველა გზას მიმართავს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ პარტიების წინააღმდეგ დაწყებული პროცესი, პოლიტიკურ ველს გააჯანსაღებს.