4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულთა წრე გაფართოვდა. სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი მარიამ მეყანწიშვილია. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დავარაუდოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. უფლებადამცველის ინფორმაციით, აქტივისტი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა არა ათონელის სასახლის ტერიტორიაზე. დაკავებულებს შორის არიან ასევე ყოფილი პოლიციელი გიორგი ტალახაძე, აქტივისტები დავით ღურცკაია და დავით გიუნაშვილი. ადვოკატების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება გამოძიება მათი დაცვის ქვეშ მყოფებს.