საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება ძალაში შევიდა. ახლა სამართალდამცველებს უფლება აქვთ 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვან პირი, რომელიც აქციაზე სახეს ნიღბით დაიფარავს, იქონიებს ცრემლსადენ, მომწამვლელ ნივთიებას ან გზას გადაკეტავს. აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის პასუხიგებაში მიცემასა და ერთ წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. ეს მიღებული ცვლილებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაწესებული ჯარიმები არაეფექტური აღმოჩნდა. ოპოზიციის განცხადებით კი სახელისუფლებო გუნის მიღებული კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეწინააღმდეგება.