სოფელ კავთისხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

სოფელ კავთისხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

2025-10-17 13:53:51+04:00

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.