ევროკომისიამ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების გეგმა წარადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, „მშვიდობის დაცვა - თავდაცვის მზადყოფნის გეგმა“ 2030 წლისთვის ევროპის თავდაცვის გაძლიერებას გულისხმობს და ოთხი მთავარი მიმართულებისგან შედგება, მათ შორისაა, დრონებისგან თავდაცვის ევროპული ინიციატივა, აღმოსავლეთის ფლანგის დარაჯის ინიციატივა, ევროპული საჰაერო ფარი და ევროპული კოსმოსური ფარი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით კი, ევროპის თავდაცვა არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა იყოს და გეგმის მიზანს სწორედ ამის შეცვლა წარმოადგენს. ევროკომისიის გეგმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა განიხილონ და გადაწყვიტონ, დაუჭირონ თუ არა მხარი ამ შეთავაზებას.