17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება - Palitra News

17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

2025-10-17 13:35:08+04:00

17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აუდიტორიას სიტყვით მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა. მან მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ფასი ყველაზე უკეთ ვეტერანებმა იციან. ყაველაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, ვეტერანებს ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.