მმართველმა გუნდმა განათლების რეფორმა წარადგინა. პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. შესაძლოა, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ბაკალავრიატზე სწავლების საფეხურს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურას 1 წელი დაეთმოს. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ შვიდი ძირითადი გამოწვევა განსაზღვრა, საუბარია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მთავრობის ახალმა ინიციატივამ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნენ რისკებსა და საფრთხეებზე მიუთითებენ.