სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე. დაკავებულების ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია, ნაწილი კი - დიღმის.