ვენეციის კომისია პარლამენტში მიღებულ “ უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს კანონი სამართლებრივი სიცხადისა და პროპორციულობის პრინციპებს საფრთხეს უქმნის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით “ქართული ოცნება ” დემოკრატიას კიდევ ერთი ნაბიჯით ჩამოშორდა. მათი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას დასავლეთს განზრახ აშორებს.. თავის მხრივ, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონი გადახედვას არ ექვემდებარება.