პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ცვლილება ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაზე მეტყველებს. მათი თქმით,“ქართულ ოცნებას” ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, შესანარჩუნებლად კი - ყველა გზას მიმართავს. ცვლილებები “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსში“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ აისახა.