საპროტესტო აქციების 323-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეები გასული წლის ნოემბრის შემდეგ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქტივისტები აქციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ საპროტესტო მუხტი ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის.