ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის 5 მოქალაქე დააკავა. ერთ-ერთი კომპანია, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ვირტუალური აქტივების მომსახურებას ახორციელებდა, ახდენდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითიც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში. რუსეთის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდნენ. დანაშაული სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.