4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოფიციალურად 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა - Palitra News

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოფიციალურად 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა

2025-10-16 20:44:01+04:00

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოფიციალურად 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია - „მითების დეტექტორმა“ იმ პირების შესახებ მოიძია ინფორმაცია, რომლებსაც 4 და 5 ოქტომბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები “საერთაშორისო დამკვირვებლებად” წარადგენდნენ. „მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დამკვირვებელი - ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი, სამგლოვიარო სერვისების კომპანიას ხელმძღვანელობს და სადამკვირვებლო საქმიანობასთან მისი კავშირი ღია წყაროებში არ ფიქსირდება. კიდევ ერთი - ფრანკ პენგამი 2024 წელს დამკვირვებელი იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მათ შორის, ოკუპირებულ დონბასშიც. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანსუა-ქსავია ჟიკელი კი სავარაუდოდ, აფინანსებდა ასადის რეჟიმის მილიციას და ის 2011 წელს ულტრამემარჯვენე პარტიიდან ნაცისტური მისალმების გამო გარიცხეს. ამასთანა,ვე „მითების დეტექტორში“ აცხადებენ, რომ პოლონელი დამკვირვებლები, პატრიკ იგნაშჩაკი და ბეატა ტროჩანოვსკა კი ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაცია Ordo Iuris-თან არიან დაკავშირებული, ეს ორგანიზაცია მითების დეტექტორის კვლევით, რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის ფონდიდან ფინანსდება.