დღეს პარლამენტმა ასევე დაჩქარებული წესით განიხილა მესამე მოსმენით ერთხმად დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი წესები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. კიდევ რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილება?