პარლამენტმა 81-ხმით ერთხმად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ცვლილებების თანახმად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება და ისინი ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები - ამ კანონის თანახმად, ისინი ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.