„ქართული ოცნება“ საკმაოდ მწვავე კრიტიკით შეხვდა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ეუთოს თავმჯდომარის გამოჩენას - რა ზომებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება ეუთოს თავმჯდომარის ქმედებების საპასუხოდ? - Palitra News

„ქართული ოცნება“ საკმაოდ მწვავე კრიტიკით შეხვდა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ეუთოს თავმჯდომარის გამოჩენას - რა ზომებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება ეუთოს თავმჯდომარის ქმედებების საპასუხოდ?

2025-10-16 20:36:26+04:00

„ქართული ოცნება“ საკმაოდ მწვავე კრიტიკით შეხვდა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ეუთოს თავმჯდომარის გამოჩენას, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელინა ვალტონენი "გზის გადაკეტვის" ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმა. ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს სამდივნოსა და მონაწილე ქვეყნებისთვის საპროტესტო ნოტით მიმართავს გეგმავს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეუთო-ს თავმჯდომარე ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა და თავისი განცხადებით საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა. თავად კრიტიკის სამიზნე, ელენა ვალტონენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გაუქმებული შეხვედრის გამო ბოდიშს უხდის, მას ფინეთში იწვევს და კვლავ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. კიდე რა ზომებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება ეუთოს თავმჯდომარის ქმედებების საპასუხოდ?