სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს

2025-10-16 15:59:56+04:00

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს. დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ბრალად ედება ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.