ვენეციის კომისია ქართული ოცნების მიერ მიღებული რამდენიმე კანონის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს - Palitra News

ვენეციის კომისია ქართული ოცნების მიერ მიღებული რამდენიმე კანონის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს

2025-10-16 15:59:17+04:00

ვენეციის კომისია ქართული ოცნების მიერ მიღებული რამდენიმე კანონის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული FARA-ს კანონი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის ქართულ FARA-სთან ერთად გაუქმდეს „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აკრძალვა, რაც უცხოური დაფინანსების მიღებას შეეხება. ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი აარიდოს ისეთი სტიგმატიზაციური ტერმინის გამოყენებას, როგორიცაა მაგალიტად “უცხოური ძალების აგენტი”. ოპოზიციას ევროპული სტრუქტურის კრიტიკული დასკვნა არ უკვირს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ არ დასახელებულა არგუმენტი თუ რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონები ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციის პროცესს, მაშინ როდესაც მსგავსი კანონმდებლობა ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაშიც მოქმდებეს.