კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საპროტესტო აქციას, შეკრება მანიფესტაციების მონაწილე პირებისთვის კანონის დარღვევის შემთხვავში ახალ სასანქციო სისტემას შეეხება. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, გზის გადაკეტვა, სახის ნიღბით დაფარვა, ან სხვა აკრძალული ნივთების გამოყენება პირველივე შემთხვევაში 15-დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ახალი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს რაც გამოჩნდა, რომ მხოლოდ ჯარიმები არაეფექტური საშუალება აღმოჩნდა. უმრავლესობის წევრების თქმით, საკანონმდებლო პაკეტი თავსებადია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე სტრასბურგის პრაქტიკასთან. თუმცა ქართული ოცნების განცხადებები სარწმუნო არ არის ოპოზიციისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ მმართველი გუდნი საპროტესტო ტალღის ჩახშობას ცდლობს.