უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთში თვითმფრინავის აფრენის შემდეგ, მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების სერია იყო ხარკოვში, იზიუმსა და პოლტავაში. ირკვევა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტები პავლოგრადისა და დნეპრის მიმართულებითაც დააფიქსირეს. რუსული მხარე კი დრონებით თავდასხმის შესახებ ავრცელებს ცნობებს. ვოლგოგრადის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმა რუსეთის ფედერაციის შვიდ რეგიონზე განხორციელდა. შედეგად, რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის დროს, დრონების ფრაგმენტების ვარდნამ რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.