რატომ გაუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის ჩანიშნული შეხვედრა - საკითხი მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა - Palitra News

რატომ გაუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის ჩანიშნული შეხვედრა - საკითხი მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა

2025-10-16 12:34:20+04:00

რატომ გაუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის ჩანიშნული შეხვედრა - საკითხი მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენი ცრუ განცხადებების გავრცელებისა და საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საპროტესტო აქციაზე მისვლის გამო გააკრიტიკა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარი ქმედებით რევოლუციური პროცესის წახალისებას ახდენდა. თავის მხრივ, ელინა ვალტონენი განმარტავს, რომ მთავრობის მეთაურთან შეხვედრა გრაფიკის გამო ვერ მოახერხა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სახეზეა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ამჯერად ეუთოს თავმჯდომარეზე თავდასხმაში გამოიხატა.