გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრასპორტირების ფაქტი გამოავლინა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქე, მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.