ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს - Palitra News

ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს

2025-10-16 09:37:14+04:00

ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ თავის ბოლო პლენარულ სესიაზე მიიღო დასკვნა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ სხვა კანონებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა. კომისია იხსენებს ძველ რეკომენდაციას - იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კანონმდებლობის არსებული დებულებები არასაკმარისია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხელისუფლება მათ შეცვლას და გაუმჯობესებას უნდა ეცადოს და არა ახალი კანონების მიღებას.