არის თუ არა რეალური „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული პარტიების აკრძალვის დაპირება - Palitra News

არის თუ არა რეალური „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული პარტიების აკრძალვის დაპირება

2025-10-16 09:35:48+04:00

არის თუ არა რეალური „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული პარტიების აკრძალვის დაპირება. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელის საბოლოო დეტალებს აზუსტებს, რომლის განხილვაც უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შედგება. ამავედროს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი რომელიც ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავს. ეს იმ პოლიტიკურ ლიდერებს შეეხებათ, რომელთა პარტიებიც ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაქრობით ბიძინა ივანიშვილის გუნდი ველის მოსუფთავებას და კრიტიკული აზრის გაქრობას ცდილობს. მათივე თქმით, მუქარის მიუხედავად, წინააღმდგებობის მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდება.