საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავადვე შექმნა იმ შეხვედრის გაუქმების საფუძველი, რომელიც გუშინ იყო დაგეგმილი. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ვალტონენის წარმომადგენლებს მის გადატვირთულ გრაფიკთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. პრემიერის შეფასებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა ტყუილი, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო. კობახიძე ფიქრობს, რომ ელინა ვალტონენი გარე დირექტივებით მოქმედებდა და მისი სურვილი, საქართველოში რევოლუციური პროცესის წახალისება იყო.