„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის ბრალდებას ახალი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა - Palitra News

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის ბრალდებას ახალი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა

2025-10-15 20:53:52+04:00

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის ბრალდებას ახალი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა. კურტანიძის ადვოკატის ცნობით, კურტანიძე წაყენებული 4 ბრალიდან ერთს - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს, ხოლო დანარჩენს სამს, არა. როგორც ადვოკატმა განმარტა, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე საკუთარ ქმედებას ინანიებს და „შენდობას ითხოვს“. ადვოკატის ინფორმაციით, მომდევნო სხდომა 29 ოქტომბერს გაიმართება. კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.