ვისი უარი გახდა მიზეზი იმისა, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა არ შედგა?! - რას ამბობს ვალტონენი ჩაშლილ შეხვედრაზე და საქართველოში ვიზიტზე?! - Palitra News

ვისი უარი გახდა მიზეზი იმისა, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა არ შედგა?! - რას ამბობს ვალტონენი ჩაშლილ შეხვედრაზე და საქართველოში ვიზიტზე?!

2025-10-15 20:52:08+04:00

ვისი უარი გახდა მიზეზი იმისა, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა არ შედგა?! კითხვაზე მხარეებს განსხვავებული პასუხები აქვთ. ირაკლი კობახიძე ელინა ვალტონენთან გაუქმებული აუდიენციის მიზეზად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობასა და ცრუ განცხადებების გავრცელებას ასახელებს. თავის მხრივ, ელინა ვალტონენი ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს არ ეთანხმება. ამბობს, რომ დაგეგმილი შეხვედრა არა კობახიძემ, არამედ, გრაფიკის ცვლილების არგუმენტით, თავადვე გააუქმა. ოპოზიციონერო პოლიტიკოსების აზრით, ელინა ვალტონენი ქართული ოცნების მხრიდან, უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე გახდა. რას ამბობს ვალტონენი ჩაშლილ შეხვედრაზე და საქართველოში ვიზიტზე?!