„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ჩართული იყო - Palitra News

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ჩართული იყო

2025-10-15 20:51:22+04:00

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ჩართული იყო. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც გაავრცელა ზუსტია, თუმცა მის შეფასებებს სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით ვერ ექნება. რამდენიმე დღის წინ, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაც იყო. ჩერგოლეიშვილმა შსს-სი მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.