აშშ-ის სენატმა უკვე მერვედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, ე.წ. შათდაუნი გრძელდება. კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან მხოლოდ 49 მიიღო, 45-მა სენატორმა წინააღმდეგ მისცა ხმა.ეს ნიშნავს, რომ მთავრობის ე.წ. შათდაუნი, სულ მცირე, კიდევ ერთი დღე გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ახალი კენჭისყრა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს დახურვა შეიძლება, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს.ე.წ. შათდაუნი უკვე 15 დღეა, გრძელდება, რის გამოც ათასობით ფედერალური თანამშრომელი იძულებულია, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს.