საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის მორიგი სასამართთლო პროცესი დასრულდა. დღეს ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვა წარმოთქვა. წინა პროცესზე უძილაურმა დუმილი დაარღვია, და აღიარა, რომ ჯანგველაძეს პირადი წყენის მოტივით ესროლა. მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გელა უძილაურს ანგარებით, შეკვეთით მკვლელობაში ადანაშაულებენ.