პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშილი სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. საქმე ეხება მის განცხადებას, რომლის თანახმადაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა, ამაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, და მეტიც, კომუნიკაცია სააკაშვილთანაც შედგა. გამოკითხვის შემდეგ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს, არის ზუსტი, თუმცა მას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით.