კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პლენალურ სესიაზე განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებია, რომლებიც აქციებს და შეკრება მანიფესტაციების მონაწილეებისთვის დაწესებულ ახალ წესეს შეეხება. სახელისუფლები გუნდში განმარტავენ, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით „თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და ქუჩა არ უნდა გადაკეტონ “. ამ კონტექსტში უმრავლესობის წევრების აცხადებენ, რომ ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება მიიღეს. გახარია საქართველოსთვის გუნდში მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია ძალადობრივ კანონებს იღებს, მიზეზი კი იმ პოლიტიკოსთა ქმედებებია, რომლებიც 4 ოქტომბერს რევოლუციური სცენარით ხელისუფლების დამხობის ინიციატივას აჟღერებდა. ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლების თქმით კი გახარიას პარტიის პოზიცია საკითხზე მიუღებელია და აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები გამოხატვის ნებისმიერი ფორმის აკრძალვაა. ნინო დავითაძეს მოვუსმინოთ.