ვიდრე "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემდეგ ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით პლენალურ სესიაზე დაიწყო. "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებათ არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ მათ ცალკეულ წევრებსაც. სახელისუფლებო გუნში აცხადებენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის 4 ოქტომბრის მოვლენებიც კი საკმარის საფუძველს იძლევა. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ყველა აკრძალვის მიუხედავად ბრძოლას გააგრძელებენ. თუმცა კონკრეტულად რა ფორმით ამას საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის გაცნობის შემდეგ გაასაჯაროვებენ.