რატომ გააუქმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა - რას აცხადებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები - Palitra News

რატომ გააუქმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა - რას აცხადებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები

2025-10-15 12:38:13+04:00

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის მიზეზად კობახიძემ ეუთო-ს თავმჯდომარის გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოჩენა დაასახელა. პრემიერმა ელინა ვალტონენი კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობასა და ცრუ განცხადებების გავრცელებაში დასდო ბრალი. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს თავმჯდომარე გუშინ რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.