საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით ასევე განიხილა და მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე. ასევე - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის განკარგულებას არ დაემორჩილება. აღსანიშნავია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ეს საკითხი პლენარული სხდომაზე გავა. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ პროტესტს არ კრძალავენ, თუმცა საპროტესტო აქციების გამო, დანარჩენი საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნის საშუალებას არავის მისცემენ. ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციების ნაწილისვის კი აღნიშნული ცვლილები სწორედ პროტესტის ნებისმიერი ფორმის აკრძალვის მცდელობაზე მიუთითებს.