რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს - Palitra News

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს

2025-10-15 09:26:54+04:00

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ონში, ცაგერსა და ლენტეხში, ხოლო წლის ბოლომდე ამბროლაურშიც დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით კი, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას.

საქართველოს რეგიონებში სატყეო სამსახურების გაძლიერების და მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, აშენდა ახალი შენობები, გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში.