ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე - ეუთო გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და ქვეყანაში შემზღუდავი კანონების მიღებას - Palitra News

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე - ეუთო გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და ქვეყანაში შემზღუდავი კანონების მიღებას

2025-10-15 09:23:52+04:00

საქართველოში ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება - „ქართულ ოცნებას“ უკვე მოუწია ელინა ვალტონენის მხრიდან კრიტიკული გზავნილების მოსმენა. ვალტონენის აცხადებს, რომ ეუთო გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და ქვეყანაში შემზღუდავი კანონების მიღებას. ეუთოს თავმჯდომარე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ელინა ვალტონენი გუშინ რუსთაველის გამზირზეც მივიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, დღეს ის საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ეუთოს თავმჯდომარის გზავნილებს იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკულ გზავნილებზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომელსაც მათივე თქმით საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევა სურს.