რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ - ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. ხელიოსუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი ამ ვითარებიდან გამოსავლად საპროტესტო აქციებს ხედავს და კვლავ გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი მთავარი გეგმაა, დაანახონ მოქალაქეეებს რა მოიტანა რეალურად ბოიკოტმა. ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრობენ პოლიტიკის ექსპერტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ახლა დროა ხელისუფლების ოპონენტებმა საზოგადოებას რეალური გეგმა შეთავაზონ თუ როგორ აპირებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას.