საქართველოს მე-5 პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტის კონფეცენციას სახელწოდებით „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერ მოძრაობას“. სალომე ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებული ჟურნალისტი, საქართველოში დიქტატურისა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს. ზურაბიშვილმა ასევე საქართველოში დამოუკიდებელი მედიის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა, ხელისუფლების მხრიდან რეგიონული და სხვა მსხვილი დამოუკიდებელი მედიების მიმართ არსებულ თავდასხმებს. კონფერენციაზე კომენტარები გააკეთეს ევროპარლამენტარებმაც. მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" "ნეტგაზეთისა და ბათუმელების" დამფუძნებელი დამოუკიდებელი ხმის გასაჩუმებლად დააკავა. ეროპელი დეპუტატები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობამ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა და საქართველოში დემოკრატიის კუთხით ვითარება სულ უარესდება.