საქართველოს საგარეო უწყებაში უკვე დასრულდა მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შეხვედრა - რა გზავნილები მოისმინა საზოგადოებამ ეუთო-ს თავმჯდომარისგან და რაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა? - Palitra News

საქართველოს საგარეო უწყებაში უკვე დასრულდა მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შეხვედრა - რა გზავნილები მოისმინა საზოგადოებამ ეუთო-ს თავმჯდომარისგან და რაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა?

2025-10-14 20:58:01+04:00

საქართველოს საგარეო უწყებაში უკვე დასრულდა მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შეხვედრა, რომლის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მიმართ საკმაოდ კრიტიკული გზავნილები გააჟღერა - როგორც ელინა ვალტონენმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამასთანავე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.