„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ახალი ცვლილებების თანახმად, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე. აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავენ პოლიტიკური მხარეები - „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ პროტესტს არ კრძალავენ, თუმცა ამბობენ, რომ დემონსტრაციების გამო, საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნის საშუალებას არავის მისცემენ. ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციების ნაწილისვის აღნიშნული ცვლილები სწორედ პროტესტის ნებისმიერი ფორმის აკრძალვის მცდელობაზე მიუთითებს. აკრძალვა თუ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მცდელობა?